კვარაცხელია: “არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს”

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსის გამო გამოაკლდა.

19 წლის ფეხბურთელზე ტესტმა დადებითი პასუხი შეხვედრის წინა დღეს, 11 ნოემბერს აჩვენა.

ხვიჩამ იმ ემოციების შესახებ “პირველ არხთან” ისაუბრა, როდესაც უმძიმესი ინფორმაცია გაიგო – ის მაკედონიასთან ვერ ითამაშებდა.

“არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ეს ურთულესი გადასატანი იყო და დღემდე განვიცდი“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

წყარო: 1tv.ge

კვარაცხელია: “არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს”

სტატიის ავტორი
-