კვარაცხელია და დავითაშვილი სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძვიან 

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბოლო ტურის მატჩამდე, ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც ორი 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა დაიწყო.

“რუბინმა” ის 6 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებმაც ამ სეზონში თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინეს, მათ შორის საუკეთესოს არჩევა კი გულშემატკივარს მიანდო. სასიხარულოა, რომ ექვსეულში ორივე ქართველი შემტევი მოხვდა, რომელთათვის ხმის მიცემაც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.

კვარაცხელიამ ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 27-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც შეეხება დავითაშვილს, მისი მონაგარი 25 შეხვედრაში შეგდებული 2 ბურთია.

null

null

კვარაცხელია და დავითაშვილი სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძვიან 

სტატიის ავტორი
-