კვარაცხელია Golden Boy 2021-ის ნომინანტებს შორის მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy 2021-ის 100 ნომინანტს შორის მოხვდა.

აღნიშნული პრიზი ყოველწლიურად საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ჩატარებული საოცარი სეზონის შემდეგ, იტალიური Tuttosport-ის ყურადღება მიიპყრო. ხვიჩასთვის ხმის მიცემა სწორედ Tuttosport-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

გასული წლის Golden Boy-ის გამარჯვებული “დორტმუნდის” ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ კანდიდანტებს შორის კიდევ ერთი ქართველი, გიორგი წიტაიშვილიც იყო.

კვარაცხელიას გარდა, სიაში შედიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მეისონ გრინვუდი (იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), ედუარდო კამავინგა (რენი), პედრი (ბარსელონა), რაიან გრავენბერხი (აიაქსი).

კვარაცხელია Golden Boy 2021-ის ნომინანტებს შორის მოხვდა

სტატიის ავტორი
-