კვარაცხელია მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია რუსულმა გამოცემამ გამოარჩია – 20 წლის ქართველი sport-express-მა რუსეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

როგორც იცით, ყაზანის “რუბინმა” კვირას “სპარტაკი” 2:0 დაამარცხა. მოსკოველებთან მატჩში ხვიჩამ საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, კვარაცხელია მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური და გამორჩეული იყო.

“ხვიჩა კვარაცხელიას “სპარტაკთან” ჩატარებულმა ბრწყინვალე თამაშმა ბევრზე შთაბეჭდილება მოახდინა. ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელია,” – წერს sport-express.ru.

 

ხვიჩა ხვარაცხელიას რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 7 ასისტი აქვს.

კვარაცხელია მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

სტატიის ავტორი
-