კვარაცხელია რუბინის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

“რუბინის“ ოფიციალურ საიტზე რამდენიმე დღის განმავლობაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობდა.

19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ქომაგებმა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაასახელეს.

ხვიჩას გარდა, გულშემატკივარმა მეკარე იური დიუპინი და ფილიპ ურემოვიჩი გამოარჩია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 ასისტია. გარდა შედეგიანი თამაშისა, ხვიჩა მოედანზე “რუბინის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

კვარაცხელია რუბინის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-