კვარაცხელია TOP 5-ში – ხვიჩა პრემიერ ლიგის ფეხბურთელებმა გამოარჩიეს

რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ გამოცემა, “სპორტ ექსპრესის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მე-5 ადგილი დაიკავა.

20 წლის ქართველმა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისგან 70 ქულა მიიღო, რაც TOP 5-ში მოსახვედრად საკმარისი გამოდგა.

გეტყვით, რომ 222 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა “ზენიტის” ირანელმა თავდამსხმელმა, სერდარ აზმუნმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში “რუბინის” მაისური 23-ჯერ მოირგო – გაიტანა 4 და შეასრულა 8 საგოლე გადაცემა.

კვარაცხელია TOP 5-ში - ხვიჩა პრემიერ ლიგის ფეხბურთელებმა გამოარჩიეს 1

კვარაცხელია TOP 5-ში – ხვიჩა პრემიერ ლიგის ფეხბურთელებმა გამოარჩიეს

სტატიის ავტორი
-