კვარაცხელიამ დინამო ბათუმში პირველად ივარჯიშა | VIDEO

“დინამო ბათუმში” გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს პირველად ივარჯიშა.

ხვალ გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩს “თელავთან” გამართავს. ხვიჩა ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. დიდი ალბათობით, კვარაცხელია მინდორზე არა საწყისი წუთებიდან, არამედ, შეხვედრის ბოლო წუთებზე გამოვა.

კვარაცხელიამ დინამო ბათუმში პირველად ივარჯიშა | VIDEO 1

კვარაცხელიამ დინამო ბათუმში პირველად ივარჯიშა | VIDEO 2

როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიამ “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა. 21 წლის ფეხბურთელმა “დინამო ბათუმთან” ხელშეკრულება გააფორმა. იტალიური მედიის თანახმად, კვარაცხელია “ნაპოლის” სურს.

კვარაცხელიამ დინამო ბათუმში პირველად ივარჯიშა | VIDEO

სტატიის ავტორი
-