კვარაცხელიამ რუსეთის თასზე ითამაშა

დღეს რუსეთის თასზე “რუბინი” შინ “როტორს” დაუპისპირდა და 2:1 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა სასტარტო 11-ეულში იყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კლუბები ლეგიონერებისგან იცლებიან, ქართველი ფეხბურთელები ქვეყანას მაინც არ ტოვებენ. აქვე გეტყვით, რომ “როტორის” სათადარიგო სკამზე ქართველები: ბექა ქავთარაძე და ილია ბერიშვილიც იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი 7-10 დღის განმავლობაში ფიფა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსული გუნდების დატოვება ლეგიონერებს ჯარიმის გადახდის გარეშე შეეძლებათ.

კვარაცხელიამ რუსეთის თასზე ითამაშა

სტატიის ავტორი
-