კვარაცხელიას ტრავმა – ხვიჩამ ურალთან თამაში ვერ გააგრძელა

რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში “რუბინი” სტუმრად “ურალთან” თამაშობს. 40 წუთის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა.

ქართველი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ, შეხვედრის 32-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველი ფეხბურთელი გუნდის კონტრშეტევას იწყებდა, რა დროსაც მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. 20 წლის ვინგერმა მოედანი ექიმებისა და თანაგუნდელის დახმარებით დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმე დაზიანება აქვს ხვიჩას.

ნახეთ ვიდეო: როგორ მიიღო ტრავმა კვარაცხელიამ ურალთან

კვარაცხელიას ტრავმა – ხვიჩამ ურალთან თამაში ვერ გააგრძელა

სტატიის ავტორი
-