საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ მატჩში სტუმრად კვიპროსი 2:1 დაამარცხა.
ვებგვერდმა WhoScored.com-მა შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და 9-ქულიანი შეფასება დაუწერა.
კვარამ დღეს 90 წუთი ითამაშა, ბურთს 58-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა და 27-დან 23 (85%) სწორი გადაცემა გააკეთა.
ხვიჩამ ასევე ყველაზე მაღალი, 8,8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა Sofascore-სგანაც.
შეფასებები WhoScored-ის ვერსიით:
მამარდაშვილი – 6,8
კაკაბაძე – 6,9
კაშია – 6,8
ლოჩოშვილი – 6,4
გოჩოლეიშვილი – 6
ჩაკვეტაძე – 6
კვეკვესკირი – 6,7
კიტეიშვილი – 7,1
აზაროვი – 6,7
კვარაცხელია – 9
მიქაუტაძე – 7,7
შეცვლაზე შემოსული ეხბურთელები:
დავითაშვილი – 7,6
გაგნიძე – 6,6
ზივზივაძე – 6,1
ლობჟანიძე – 6,7
დვალი – 6
შეფასებები Sofascore-ს ვერსიით:
მამარდაშვილი – 6,7
კაკაბაძე – 7,1
კაშია – 7,2
ლოჩოშვილი – 6,7
გოჩოლეიშვილი – 6,5
ჩაკვეტაძე – 5,8
კვეკვესკირი – 6,8
კიტეიშვილი – 6,8
აზაროვი – 7
კვარაცხელია – 8,8
მიქაუტაძე – 7,4
ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელები:
ლობჟანიძე – 7
დავითაშვილი – 7,7
გაგნიძე – 6,8
დვალი – 6,5
ზივზივაძე – 6,6
ვილი სანიოლის გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 20 ივნისს, შოტლანდიასთან გამართავს.