კვიპროსული მედია: ანანიძე ხვალ ანორთოსისთან კონტრაქტს გააფორმებს

მას შემდეგ, რაც ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა, კვიპროსული მედია გააქტიურდა.

Alphanews-ის ინფორმაციით, 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვალ კუნძულზე ჩავა და “ანორთოსისისხელმძღვანელებს შეხვდება, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. კვიპროსელები წერენ, რომ ანანიძის ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაიას ფაქტორია.

შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისში” კიდევ 4 ქართველი ფეხბურთელი: ბუბა დაუშვილი, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა თამაშობს. ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში პირველია.

კვიპროსული მედია: ანანიძე ხვალ ანორთოსისთან კონტრაქტს გააფორმებს

სტატიის ავტორი
-