კვირკველიას წითელი ბარათი გაუუქმეს 

რუსეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა სოლომონ კვირკველიას დისკვალიფიკაცია გაუუქმა. კომიტეტის ხელმძღვანელმა არტურ გრიგორიანტსმა საკამათო გადაწყვეტილებების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველ ცენტრალურ მცველს და “ცსკა-ს” უკანახაზელ ვადიმ კარპოვს ბოლო მატჩებში მიღებული წითელი ბარათები გაუუქმდათ.

“ორივე კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის მერეც ექსპერტთა კოლეგიამ ეპიზოდები ხელახლა გაანალიზა და წითელი ბარათების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო”,-ამბობს გრიგორიანტსი.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 84-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში

ხელით თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდი კი პენალტით დაისაჯა, თუმცა მეტოქის თავდამსხმელმა მეკარე გილერმეს ვერ აჯობა, საბოლოოდ “რკინიგზელებმა” გროზნის “ახმატი” 1:0დაამარცხეს.

“ლოკომოტივს” 38 ქულა აქვს და  მეოთხე ადგილზე იმყოფება.

კვირკველიას წითელი ბარათი გაუუქმეს 

სტატიის ავტორი
-