ლა ლიგაში მესი ბილბაოსთან არასდროს დამარცხებულა

ესპანეთის “ლა ლიგის” 23-ე ტურში “ბარსელონა” სტუმრად “ბილბაოსთან” ითამაშებს. შეხვედრდა 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი, “ლა ლიგაში” “ბილბაოს” წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა.

არგენტინელი “ლა ლიგაში” ბასკურ გუნდს სულ 23-ჯერ დაუპირისპირდა. აქედან 18 შეხვედრა მოიგო, 5 კი ფრედ დასრულდა.

მესი “ბილბაოსთან” სულ 2-ჯერ დამარცხდა, ერთხელ ესპანეთის სამეფო თასზე და ერთხელ ესპანეთის სუპერთასზე.

“ბლაუგრანას” კაპიტანმა “ლა ლიგაში” “ბილბაოს” 15 ბურთი გაუტანა. ყველა ტურნირზე ერთად  კი ბასკების კარის აღება 24-ჯერ შეძლო.

ლა ლიგაში მესი ბილბაოსთან არასდროს დამარცხებულა

სტატიის ავტორი
-