ლა ლიგაში პრეზიდენტი აირჩიეს 

ხავიერ ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.

ტებასი თანამდებობის დაკავების ერთადერთი კანდიდატი გახლდათ, ამიტომაც, არჩევნებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

57 წლის ესპანელი ლა ლიგის მმართველის პოსტს უახლოესი 4 წლის განმავლობაში რიგგარეშე გენერალური ასამბლიის გარეშე დაიკავებს.

ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის შემდეგ მუშაობს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 18 ტურის შემდეგ “ბარსელონა” 38 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ლა ლიგაში პრეზიდენტი აირჩიეს 

სტატიის ავტორი
-