ლა ლიგის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოს კრიტიკას გამოეხმაურა

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, ჯანი ინფანტინოს კრიტიკას გამოეხმაურა. FIFA-ს პრეზიდენტმა, ესპანეთის ლა ლიგა, აშშ-ში მატჩების ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

“FIFA-ს პრეზიდენტს შევახსენებ, რომ MLS-ში სამი კანადური კლუბი ასპარეზობს. ამასთანავე, MLS-ის მოქმედი ჩემპიონი კანადური გუნდია (“ტორონტო”). კანადას საკუთარი საფეხბურთო ლიგა აქვს, მაგრამ კანადური გუნდები მაინც იღებენ MLS-ში მონაწილეობას”, – აღნიშნა ხავიერ ტებასმა.

ლა ლიგის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოს კრიტიკას გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-