ლამპარდმა ევერტონის გოლის აღნიშვნისას ხელი მოიტეხა | VIDEO

პრემიერლიგის მე-20 ტურის გადადებულ შეხვედრაში, “ევერტონი” “ნიუკასლს” დაუპირისპირდა. “გუდისონ პარკზე” გამართული დრამა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მომტანი გოლი ალექს ივობიმ 99-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 83-ე წუთზე მოედნიდან ალანი გააძევეს და “ევერტონმა” ასპარეზობა 10 ფეხბურთელით განაგრძო. მატჩის მიწურულს გატანილი გოლის აღნიშვნის დროს, “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა – ფრენკ ლამპარდმა ხელი მოიტეხა.

ლამპარდმა ევერტონის გოლის აღნიშვნისას ხელი მოიტეხა | VIDEO

სტატიის ავტორი
-