ლაპორტეს სახალისო რეაქცია FIFA 21-ში საკუთარ რეიტინგზე

გუშინ EA Sports-მა FIFA 21-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა.

“მანჩესტერ სიტის” მცველმა ემერიკ ლაპორტემ წელს 87 ქულიანი ბარათი მიიღო. მიუხედავად ამისა, ფრანგს სიჩქარის მაჩვენებელი 64-დან 63-მდე შეუმცირდა, რაზეც ფეხბურთელს სახალისო რეაქცია ჰქონდა.

“ველოდები ჩემს რეიტინგს FIFA-ში – ვიგებ, რომ სისწრაფე 63 მაქვს.”

მოგვიანებით, FIFA 21-ის ოფიციალურ რეიტინგებს პოსტი სოციალურ ქსელში “სიტის” გვერდმაც მიუძღვნა, რაზეც ლაპორტმა მორიგი კომენტარი გააკეთა: “იმაზე სწრაფად დავრბივარ, ვიდრე აქ, მაგრამ კარგი.”

ლაპორტეს სახალისო რეაქცია FIFA 21-ში საკუთარ რეიტინგზე

სტატიის ავტორი
-