ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ჩემპიონთა ლიგას გლაზგოს სელტიკი გამოთიშა 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გლაზგოს “სელტიკი” დაამარცხა და ტურნირზე ასპარეზობას გამოთიშა.

უნგრეთის საუკეთესო კლუბმა ბრიტანელ მეტოქეს – 2:1 აჯობა და თანაც ეს ყველაფერი შოტლანდიის დედაქალაქში მოახერხა.

25 წლის ქართველი მცველი, რომელსაც ტრავმის გამო, თითქმის მთელი წინა სეზონი გაუცდა, “სელტიკ პარკის მოედანზე” ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შევიდა, როცა მისი გუნდი ანგარიშში უკვე დაწინაურებული იყო და “ფერენცვაროშს” მატჩის გამარჯვებამდე მიყვანაში დაეხმარა.

ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ჩემპიონთა ლიგას გლაზგოს სელტიკი გამოთიშა 

სტატიის ავტორი
-