ლაშა დვალმა უნგრეთის საუკეთესო კლუბი დატოვა

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა უნგრეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ფერენცვაროში” დატოვა.

Live.ge-სთვის არსებული ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უნგრულმა გამომცემებმაც დაადასტურეს.

27 წლის ფეხბურთელმა “ფერენცვაროშშისამწელიწადნახევარი გაატარა და 4-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, ერთხელ კი თასის მოგება მოახერხა. 63 ჩატარებულ შეხვედრაში მან 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, თუმცა ბოლო სეზონში მას საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონია, რაც კლუბის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ.

როგორც ფეხბურთელის აგენტი, ლაშა ოდილაძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობს, დვალს პოლონეთის და უნგრეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი სხვადასხვა კლუბები იწვევენ.

 

ლაშა დვალმა უნგრეთის საუკეთესო კლუბი დატოვა

სტატიის ავტორი
-