ლევან ხარაბაძე დინამოში ბრუნდება

ლევან ხარაბაძე “დინამო თბილისში” ბრუნდება.

Live.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მარცხენა მცველი ისევ მშობლიური კლუბის მაისურს მოირგებს.

20 წლის ფეხბურთელა წელიწადნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ “ციურიხში” გაატარა, სადაც 29 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

“დინამოს” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს შარშან საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ლევან ხარაბაძე დინამოში ბრუნდება

სტატიის ავტორი
-