ლევან მჭედლიძე შესაძლოა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი გახდეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში, კერძოდ საფეხბურთო გვერდ Geo Team-ზე გავრცელდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 წლის ფორვარდმა შესაძლოა კიდევ ერთი ქართული კლუბის, ქუთაისის “ტორპედოს” მაისური მოირგოს.

როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ გადაწყდა, “ტორპედოს” ახალი ხელმძღვანელობა, კონკრეტულად კი “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” ჰყავს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქუთაისური კლუბის ახალი გენერალური დირექტორი, ლევან მჭედლიძის ძმა, გიორგი მჭედლიძეა.

დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი (მიმოხილვა) | Live.ge

ამ ინფორმაციას ქუთაისის “ტორპედოს” პრესამსახურში არ გვიდასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ და ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესისთვის ხელის არშეშლის მიზნით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ლევან მჭედლიძეს, რომელიც იტალიური “ემპოლის” აკადემიიდან მთავარ გუნდში მოხვდა, შემდეგ კი “პალერმოში” იყო განათხოვრებული და მშობლიურ კლუბში 11 წელი გაატარა, სერია A-ში 75 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 11 გოლი გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მჭედლიძემ ჯერ “დინამო თბილისის”, შემდეგ კი “დინამო ბათუმის” მაისური მოირგო და საერთო ჯამში, ეროვნული ლიგის 8 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი (“დინამო თბილსის” რიგებში “დინამო ბათუმის” კარში).

 

ლევან მჭედლიძე შესაძლოა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი გახდეს

სტატიის ავტორი
-