ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “ბარსელონას” კაპიტანმა მორიგი რეკორდი დაამყარა.

ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით ყველაზე მეტი, 106 ბურთი გაიტანა.

აქამდე, აღნიშნული რეკორდი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა. რონალდუმ მადრიდის “რეალის” რიგებში 105 ბურთის გატანა შეძლო.

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-