პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი – იურგენ კლოპი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. “ლივერპულმა” “ენფილდზე” ბრწყინვალე წაუგებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე ზედიზედ სამი მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 8 მატჩიდან, მერსისაიდელებმა მხოლოდ 2 მოიგეს.
პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის მოგება შეძლოს. პირველ ადგილზე “მანჩესტერ სიტი” იმყოფება, რომელიც “ლივერპულს” 13 ქულით უსწრებს და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
წარუმატებელი სეზონისა და ზედიზედ სამი საშინაო მარცხის მიუხედავად, “ლივერპულის” გულშემატკივრებმა “ენფილდის” შესასვლელთან იურგენ კლოპის მხარდასაჭერი ბანერი გადმოკიდეს. “სკაუზერები” კლოპს სრულ მხარდაჭერასა და ნდობას უცხადებენ.
A message for Jurgen Klopp outside Anfield today: You’ll Never Walk Alone ❤️ pic.twitter.com/ASY02BaNnd
— ESPN FC (@ESPNFC) February 14, 2021
A message from the Kop
to Jurgen Norbert Klopp ✊
Our manager through the highs & lows.#Solidarity pic.twitter.com/35XvgMuJxj— lan Byrne MP (@IanByrneMP) February 14, 2021
“იურგენ კლოპსა და “ლივერპულის” ფეხბურთელებს. ისევე, როგორც ფენიქსი – ჩვენ კვლავ აღვსდგებით. იურგენ კლოპ, შენ არასოდეს იქნები მარტო”, – აღნიშნულია “ლივერპულის” ფანების განცხადებაში.
გულშემატკივრების პარალელურად, მოჰამედ სალაჰმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: “მრავალი მიზეზის გამო, რთული პერიოდი გვიდგას. ჩვენ ჩემპიონები ვართ და ბოლო წუთამდე ვიბრძვით, როგორც ჩემპიონები. არ დავუშვებთ, რომ მიმდინარე სეზონი მხოლოდ ამჟამინდელი რეზულტატით დაგამახსოვრდეთ – ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც თქვენ ყველას გაძლევთ.”
It’s been a tough period for many reasons. We are champions and we will fight like champions, until the very end. We will not allow this season to be defined by the recent results we’ve had. That is my promise to all of you. pic.twitter.com/gqITQfp1ua
— Mohamed Salah (@MoSalah) February 14, 2021