ლივერპულმა Nike-თან რეკორდული ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

“ლივერპულმა” Nike-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ინგლისური კლუბი წელიწადში £80 მილიონს მიიღებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა  და ჯამური ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ასეთი მასშტაბის კონტრაქტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არ დადებულა.

Nike-თან კონტრაქტის გაფორმების შედეგად, “ლივერპული” ამერიკულ New Balance-ს ემშვიდობება, რომელიც “მერსისაიდელებს” 2015 წლიდან ასპონსორებდა.

ცნობილია, რომ “ლივერპული” ახალ სპონსორს 2018 წლის დეკემბრიდან ეძებდა. მოლაპარაკება adidas-თან და Puma-სთან გაიმართა, თუმცა ყველაფერი Nike-ის სასარგებლოდ გადაწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Nike-ი ჯორდან ჰენდერსონის, ჯეიმს მილნერისა და ნაბი კეიტას სპონსორია.

“ლივერპულის” სათამაშო ფორმა გუნდის ისტორიისა და იდენტობის ნაწილია. Nike-ი იზიარებს პროგრესთან დაკავშირებულ ჩვენს გეგმებს და ველოდებით იმ დღეს, როდესაც ერთად დავიწყებთ მუშაობას და გულშემატკივარს ახალ, შესანიშნავ პროდუქციას შევთავაზებთ,” განაცხადა “ლივერპულის” სპორტულმა დირექტორმა, ბილი ჰოგანმა.

კონტრაქტის თანახმად, ორ მხარეს შორის ოფიციალური ურთიერთობა 2020 წლის 1 ივნისს დაიწყება.

ყველაზე მსხვილი სასპონსორო ხელშეკრულებები ფეხბურთში

 
გუნდისპონსორიკონტრაქტის ხანგრძლივობაკონტრაქტის ღირებულებაწლიური თანხა (£)
ბარსელონაNike2018-281 მლრდ.100 მლნ.
მადრიდის რეალიadidas2015-25980 მლნ.98 მლნ.
ლივერპულიNike2020-?უცნობია80 მლნ.
მანჩესტერ იუნაიტედიadidas2015-25750 მლნ.75 მლნ.
მანჩესტერ სიტიPuma2019-29650 მლნ.65 მლნ.
არსენალიadidas2019-24300 მლნ.60 მლნ.
ჩელსიNike2017-32900 მლნ.60 მლნ.
იუვენტუსიadidas2019-27368 მლნ.46 მლნ.
მიუნხენის ბაიერნიadidas2015-30637.5 მლნ.42.5 მლნ.

ლივერპულმა Nike-თან რეკორდული ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-