ლივერპულმა პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა 

იურგენ კლოპის “ლივერპული” შესანიშნავ ფორმაშია – ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, გერმანელს გუნდი პრემიერლიგის ნანატრი ტიტულისკენ დიდი ნაბიჯებით მიჰყავს.

მერსესაიდულ კლუბს 12 ტურის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი აქვს და 11 გამარჯვებითა და 1 ფრით 34 ქულის მფლობელია – ეს რეკორდია! ამაზე მეტი, 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, პრემიერლიგის ისტორიაში არცერთ სხვა გუნდს მოუპოვებია.

აქამდე, მსგავსი შედეგი “მანჩესტერ სიტის” ჰქონდა, 2011/12 და 2017/18 წლების სეზონში, პირველ ჯერზე “ქალაქელებმა” ტიტული ვერ მოიპოვეს.

ჟოზე მოურინიოსა და ფეხბურთის ბევრი ექსპერტის აზრით, პრემიერლიგაში ყველაფერი გარკვეულია და უახლოეს მდევართან 8-ქულიანი ჰანდიკაპის მქონე “ლივერპული” ლიდერობას ბოლომდე შეინარჩუნებს.

ლივერპულმა პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა  1

ლივერპულმა პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა 

სტატიის ავტორი
-