ლივერპულმა სობოსლაის ტრანსფერი დაადასტურა

უნგრეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, დომინიკ სობოსლაი ,,ლივერპულმა” გაიფორმა. ინფორმაციას ,,მერსისაიდელთა” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,ლაიფციგიდან სობოსლაი გავიფორმეთ. ფეხბურთელმა, ასევე, დიდი ბრიტანეთისგან სამუშაო ნებართვა მიიღო,” – წერია გუნდის განცხადებაში.

უნგრელმა გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს:

,,ისტორიულ გუნდში ვითამაშებ. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ვუთხრა ,,ლივერპულის” ქომაგებს, რომ მათთან ,,ენფილდზე” შეხვედრას მოუთმენლად ველი,” – თქვა სობოსლაიმ.

სობოსლაიმ გასულ სეზონში ,,ლაიფციგის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლივერპულმა სობოსლაის ტრანსფერი დაადასტურა

სტატიის ავტორი
-