ლორენცო ინსინიეს MLS-დან სოლიდური კონტრაქტი შესთავაზეს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” 30 წლის თავდამსხმელი – ლორენცო ინსინიე სავარაუდოდ კარიერას აშშ-ში, კერძოდ კი “ტორონტოში” გააგრძელებს.

ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე შედგება. როგორც ცნობილი ხდება “ტორონტოში” ლორენცო ინსინიეს ანაზღაურება წელიწადში $12 მილიონი იქნება და + ბონუსები. ბონუსები დამოკიდებული იქნება გოლებსა და საგოლე გადაცემებზე. ბონუსების რაოდენობა კი ჯამში $4.5 მილიონს შეადგენს.

ლორენცო ინსინიე 2009 წლიდან “ნაპოლიში” ირიცხება. მას ჯამში 415 მატჩი აქვს ჩატარებული და 114 გოლი გაიტანა, ასევე მის ანგარიშზე 95 საგოლე გადაცემაა.

ლორენცო ინსინიეს MLS-დან სოლიდური კონტრაქტი შესთავაზეს

სტატიის ავტორი
-