ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

ესპანური მედიის ცნობით, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს ემშვიდობება – მთავარი მწვრთნელის პოსტს მისი ასისტენტი, რობერტ მორენო დაიკავებს.

უკანასკნელი 3 მატჩის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებს რობერტ მორენოს უხელმძღვანელა – გუნდმა მალტასთან, ფარერებთან და შვედეთთან ითამაშა და სამივე მატჩი მოიგო.

აღსანიშნავია რომ მორენოს აქამდე “რომაში,” “სელტასა” და “ბარსელონაში” სამწვრთნელო შტაბში აქვს ნამუშევარი, თუმცა მას მთავარი მწვრთნელის პოსტი არასოდეს დაუკავებია.

Marca-ს ცნობით, ლუის ენრიკეს გათავისუფლების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა.

2018 წლის ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ხულენ ლოპეტეგიმ დატოვა – ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ მას მადრიდის “რეალთან” მოლაპარაკების ჩუმად წარმოება არ აპატია. ლოპეტეგი ფერნანდო იერომ ჩაანაცვლა, თუმცა იერომ გუნდთან ერთად წარმატებას ვერ მიაღწია. ივლისში, ესპანეთს უკვე ლუის ენრიკე წვრთნიდა – მან ერთა თასის მოგება ვერ შეძლო და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო, თუმცა მალტასტან გასამართ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, იგი მალტადან ესპანეთში გადაფრინდა.

 

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

სტატიის ავტორი
-