ლუის სუარესი ბარსელონას თავისი შემცვლელის ძებნას ურჩევს

“ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი საინტერესო განცხადებას ავრცელებს.

ლუის სუარესმა ესპანურ გუნდს თავისი შემცვლელის ძებნა მოუწონა.

“ნორმალურია, რომ ბარსელონა ჩემს შემცვლელს ეძებს. მე უკვე 31 წლის ვარ და კატალონიელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ” – აღნიშნა ურუგვაელმა ფეხბურთელმა.

ლუის სუარესი “ბარსელონა”-ში 2014 წლიდან თამაშობს. “ბლაუგრანას” მაისურით მან 212 შეხვედრაში 159 ბურთის გატანა მოახერხა.

ლუის სუარესი ბარსელონას თავისი შემცვლელის ძებნას ურჩევს

სტატიის ავტორი
-