ლუკ შოუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ფოტო/ვიდეო)

UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ინგლისი – ესპანეთთან დამარცხდა (1:2).

ლუკ შოუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ფოტო/ვიდეო) 1

მატჩის 47-ზე წუთზე, ლუკ შოუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ფლანგელი, დანი კარვახალთან შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა. თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანების შემდეგ, ლუკ შოუ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ტრავმის სირთულის შესახებ, დამატებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს შოუ მოედანზე დაბრუნებას.

ლუკ შოუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ფოტო/ვიდეო)

სტატიის ავტორი
-