ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა

ფიფას დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,კრემონეზეს” მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, ვენის ,,აუსტრიას” ფეხბურთელის – გეორგ ტაიგლის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს.

ტაიგლმა მძიმე დაზიანება ,,ვოლფსბერგერისა” (ლოჩოშვილის ყოფილი გუნდი) და ,,აუსტრიას” მატჩის მიწურულს მიიღო. ავსტრიელს პირველადი დახმარება სწორედ ლოჩოშვილმა აღმოუჩინა.

ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში ,,ვოლფსბერგერიდან” ,,კრემონეზეში” გადავიდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

https://twitter.com/FIFAWorldCup/status/1630311322280755204

ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა

სტატიის ავტორი
-