ლუკა მოდრიჩი Golden Foot-ის მფლობელი გახდა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ვარსკვლავმა, ლუკა მოდრიჩმა მორიგი აღიარება მოიპოვა. ხორვატი ნახევარმცველი Golden Foot-ის მფლობელი გახდა.

Golden Foot-ი 29 წელს გადაცილებულ იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებმაც ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და როგორც საკლუბო ასევე ინდივიდუალურ დონეზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. Golden Foot-ი ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა – წელს, ნომინანტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, უეინ რუნი, სერხიო აგუერო, რობერტ ლევანდოვსკი, ჟერარ პიკე და ჯორჯო კიელინი იყვნენ.

გასულ წლებში Golden Foot-ის მფლობელები ედინსონ კავანი, იკერ კასილასი, ჯიჯი ბუფონი, სამუელ ეტო’ო, ანდრეს ინიესტა, დიდიე დროგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაიან გიგზი, ფრანჩესკო ტოტი, რონალდინიო და სხვები გახდნენ.

ლუკა მოდრიჩი Golden Foot-ის მფლობელი გახდა

სტატიის ავტორი
-