ლუკას მოურა: “სოციალური ქსელების გათიშვის შემდეგ მეუღლესთან საუბარი შევძელი”

ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკას მოურა სოციალური ქსელების გათიშვას გამოეხმაურა. როგორც იცით, გუშინ, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში, Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი მთელ მსოფლიოში არ ფუნქციონირებდა.

“სოციალური ქსელების გათიშვის შემდეგ ჩემს მეუღლესთან ცოტა საუბარი შევძელი. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია,” – ამბობს მოურა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნული კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. მოურას პოსტს Twitter-ზე, რომელსაც გუშინდელი პრობლემა არ შეეხო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ლუკას მოურა: “სოციალური ქსელების გათიშვის შემდეგ მეუღლესთან საუბარი შევძელი”

სტატიის ავტორი
-