ლუთონის ფეხბურთელი: ,,როცა ამ გუნდში მოვედი, სავარჯიშო ტერიტორია ძაღლების მოედანი იყო”

პრემიერლიგაში აღზევებული ,,ლუთონის” ნახევარმცველმა, პელი რუდოკ მპანზუმ, განაცხადა, რომ 2013 წელს მისი გუნდი საჯარო მოედანზე ვარჯიშობდა, სადაც ხალხი ძაღლებთან ერთად დასეირნობდა:

,,სავარჯიშო ტერიტორია სინამდვილეში ძაღლების მოედანი იყო, სადაც ორი კარავი ერთმანეთის გვერდით იდგა. როცა ეს სტადიონი ვნახე, გავიფიქრე: ,,ოჰ, ღმერთო, ეს სულ სხვა ამბავია!”

ახლა ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე ავიდა. მივიღეთ ახალი მოედანი, ახალი სპორტული დარბაზი, იცვლება საკვები. ეს ყველაფერი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება,” – მპანზუს სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.

დღეს ,,ლუთონ თაუნმა” ,,ქოვენთრის” პენალტების სერიაში მოუგო და პრემიერლიგაში აღზევდა.

როცა მპანზუ ,,ლუთონს” შეუერთდა, მაშინ გუნდი ინგლისის რანგით მე-5 ლიგაში თამაშობდა.

ლუთონის ფეხბურთელი: ,,როცა ამ გუნდში მოვედი, სავარჯიშო ტერიტორია ძაღლების მოედანი იყო”

სტატიის ავტორი
-