მადრიდის „რეალი“ შესაძლოა სანტიაგო სოლარიმ ჩაიბაროს

მადრიდის „რეალმა“ გოლის გატანა ზედიზედ 4 მატჩში ვერ მოახერხა და ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, მადრიდულ გრანდს უკვე არაერთ ცნობილ თუ დამწყებ სპეციალისტს უკავშირებენ.

ესპანური მედია იუწყება, რომ „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გარდა, „სამეფო კლუბი“ შესაძლოა „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სანტიაგო სოლარიმ ჩაიბაროს.

41 წლის სოლარი ამჟამად „კასტილიას“ მწვრთნელია – მან 2016 წელს ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლა, რომელმაც იმ დროს „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.

ლა ლიგაში ჩატარებულ გასულ 3 შეხვედრაში მადრიდელებმა მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლეს (უგოლო ფრე „ატლეტიკოსთან“).

 

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა სანტიაგო სოლარიმ ჩაიბაროს

სტატიის ავტორი
-