მადრიდის რეალი სუპერ თასის გამარჯვებულია

მადრიდის “რეალმა” “ატლეტიკო” თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:1 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანებით გამოვლინდა.

“რეალიდან” თერთმეტმეტრიანები ზუსტად დანი კარვახალმა, როდრიგო გოეშმა, ლუკა მოდრიჩმა და სერხიო რამოსმა გაიტანეს.

“როხიბლანკოდან” ზუსტად ტრიპიერმა დაარტყა ხოლო საულ ნიგესმა ძელს მოარტყა ბურთი. რაც შეეხება ტომას პარტეის, მას ტიბო კურტუამ შესანიშნავი ნახტომით აუღო.

მადრიდის რეალი სუპერ თასის გამარჯვებულია

სტატიის ავტორი
-