მაჰრეზს წამოსცდა, რომ მანჩესტერ სიტის წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა ინტერვიუს დროს, შემთხვევით დაასახელა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გვარდიოლას გუნდს ზაფხულში დატოვებს.

Sky Sports-ის ქვიზში ალჟირელი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელი, ბენჯამინ მენდი ერთად მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ განაცხადა ოფიციალურად “სიტის” დატოვების შესახებ, მაჰრეზმა სწორად უპასუხა. რიადმა დავიდ სილვა დაასახელა, თუმცა შემდეგ ფერნანდინიოს გვარიც წამოსცდა.

ბენჯამინ მენდის ინტერვიუს დროს შეეტყო, რომ მაჰრეზმა ის თქვა, რის შესახებაც საჯაროდ არ უნდა ესაუბრა.

იხილეთ ვიდეო: 

მაჰრეზს წამოსცდა, რომ მანჩესტერ სიტის წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს 1

მაჰრეზს წამოსცდა, რომ მანჩესტერ სიტის წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს

სტატიის ავტორი
-