მანჩესტერ იუნაიტედი რეკორდულ გარიგებას დებს

პრემიერ ლიგის გრანდი რეკორდული გარიგების დადების ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” კონტრაქტს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ ფირმა Haier-თან აფორმებს.

ჩინური გიგანტი მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედთან” £70 მილიონიანი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმოს. შეგახსენებთ, კლუბის მაისურზე დატანილი ლოგოს სანაცვლოდ, Chevrolet-ი “მანჩესტერ იუნაიტედს” ყოველწლიურად £64 მილიონს უხდის თუმცა პრემიერ ლიგის გრანდს მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით ახალი სპონსორი ეყოლება.

მანჩესტერ იუნაიტედი რეკორდულ გარიგებას დებს

სტატიის ავტორი
-