მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ვარსკვლავმა ლუკაკუ გააკრიტიკა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ლი შარპმა რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა და მის სუპერვარსკვლავობაში ეჭვი შეიტანა. ლი შარპის მტკიცებით, ლუკაკუს ბურთის შენარჩუნება და თანაგუნდელების თამაშში ჩართვა არ შეუძლია.

უკანასკნელი 8 მატჩის მანძილზე, ლუკაკუს მოწინააღმდეგის კარი არ აუღია – რაც მაღალი დონის ფორვარდისათვის არც ისე სახარბიელოა.

“არასდროს მინახავს ფორვარდი, რომელიც ბურთს ასე ცუდად იღებს. თუ შენი გუნდის ფორვარდს ბურთის მიღება და დამუშავება არ შეუძლია – თამაში მკვეთრად გირთულდება. მოცემულ სიტუაციაში იდეალური იქნება თუ ლუკაკუს დასვენების საშუალებას მისცემენ. რამდენიმე კვირით დასვენება და ძალების აღდგენა, მას ნამდვილად არ აწყენს”, – აღნიშნა ლი შარპმა.

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ვარსკვლავმა ლუკაკუ გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-