მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა მძიმე ტრავმა მიიღო (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჩილელმა ვარსკვლავმა, ალექსის სანჩესმა მძიმე ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სანჩესმა “კერინგტონის” საწრვთნელ ბაზაზე ვარჯიშის დროს კუნთი დაიზიანა.

ალექსის სანჩესის ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი – თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სანჩესი 2018 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. ჩილელი შემტევის ტრავმას “მანჩესტერ იუნაიტედი” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჟოზე მოურინიომაც გააკეთა.

 

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა მძიმე ტრავმა მიიღო (ფოტო) 1მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა მძიმე ტრავმა მიიღო (ფოტო) 2

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა მძიმე ტრავმა მიიღო (ფოტო)

სტატიის ავტორი
-