სოციალურ ქსელ “Twitter”-ზე, მანჩესტერ “სიტის” ოფიციალური გვერდი გიორგი ქინქლაძეზე პოსტს აქვეყნებს და ვიდეოს უძღვნის შემდეგი წარწერით: “ზუსტად 26 წლის წინ, ქართველი გენიოსი დავიმატეთ”. 1995 წლის 15 ივლისს, გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ “სიტიში” ჩაირიცხა.
26 years ago today, the Georgian genius signed 💙
🕰 #OnThisDay 1995
🔷 #ManCity | https://t.co/axa0klD5re pic.twitter.com/uvdLZ32hNs— Manchester City (@ManCity) July 15, 2021
გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ “სიტის” რიგებში 1995-1998 წლებში ირიცხებოდა, სადაც 106 მატჩი ჩაატარა და გოლით თავი 20-ჯერ გამოიჩინა. ქინქლაძე მანჩესტერ “სიტის” ერთ-ერთ ლეგენდად დღემდე მოიხსენიება.