“მანჩესტერს არ ვყიდულობ, ეს მხოლოდ ხუმრობაა!” – ილონ მასკი

პრემიერ ლიგის საწყის 2 ტურში განცდილი მარცხისა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყოფნის გამო, გულშემატკივრები “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელი მფლობელების მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ.

ტიტულოვანი ინგლისური კლუბის ფანები “გლეიზერების ოჯახს” პრეტენზიებს უყენებენ და მათგან “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას ითხოვენ.

აღნიშნული დაძაბულობის ფონზე, ილონ მასკის პოსტმა “წითელი ეშმაკების” ფანები აღაფრთოვანა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ხუმრობით აღნიშნა: “გასაგები რომ იყოს: მხარს ვუჭეს რესპუბლიკური პარტიის მემარცხენე ფრთას და დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ნაწილს! ასევე, “მანჩესტერ იუნაიტედსაც” ვყიდულობ”.

ილონ მასკის პოსტი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ “Tesla”-ს ბოსს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუხდა. მასკმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეძენას არ გეგმავს.


"მანჩესტერს არ ვყიდულობ, ეს მხოლოდ ხუმრობაა!" - ილონ მასკი 1


 

“მანჩესტერს არ ვყიდულობ, ეს მხოლოდ ხუმრობაა!” – ილონ მასკი

სტატიის ავტორი
-