მანოლო გაბიადინის ემოციური დამშვიდობება

“სამპდორიაში” გადასვლის შემდეგ, მანოლო გაბიადინიმ “საუთჰემპტონის” ფანებს ემოციური გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა. “წმინდანებში” გატარებული 2 წლიანი კარიერის შემდეგ, იტალიელი ფორვარდი კვლავ “სამპდორიას” დაუბრუნდა.

Twitter-ზე განთავსებულ ემოციურ პოსტში მანოლო გაბიადინიმ “საუთჰემპტონის” ფანებს მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

“არასოდეს დამავიწყდება თქვენი თანადგომა ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს. “უემბლიზე” შეუდარებლები იყავით. არასოდეს დამავიწყდება თქვენი წარმოუდგენელი აღფრთოვანება და ემოციები, რომელიც ჩემს მიერ “სუონსის” კარში გატანილ გოლს მოჰყვა”, – აღნიშნულია გაბიადინის განცხადებაში.

მანოლო გაბიადინის ემოციური დამშვიდობება 1

მანოლო გაბიადინის ემოციური დამშვიდობება

სტატიის ავტორი
-