Marca: რეალი პორტოს ფეხბურთელში €50 მილიონს იხდის

ესპანური Marca იტყობინება, რომ მადრიდის “რეალი” პორტუგალიური “პორტოს” ცენტრალური მცველის, ედერ მილიტაოს შეძენით ინტერესდება – გამოცემა იტყობინება, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს.

მადრიდელების სკაუტები ბრაზილიელ ფეხბურთელს 5 მატჩში დააკვირდნენ და გადაწყვიტეს, რომ მილიტაო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც “სამეფო კლუბის” ცენტრალურ ხაზს მომავალში გაამაგრებს.

Marca-ს თანახმად, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მადრიდელებს მილიტაოს სანაცვლოდ €50 მილიონის გადახდა მოუწევთ, ფეხბურთელის პრეზენტაცია კი “ბერნაბეუზე” 2019 წლის ზაფხულში გაიმართება.

თუკი მადრიდელები მილიტაოს 15 ივლისამდე არ შეიძენენ, მისი სატრანსფერო ფასი დამატებით 50%-ით გაიზრდება და მსურველებს €75 მილიონის გადახდა მოუწევთ. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ “პორტომ” ბრაზილიელი ტალანტი “სან პაულოსგან” 2018 წლის ზაფხულში სულ რაღაც €4 მილიონად შეიძინა.

იხილეთ მილიტაოს საუკეთესო მომენტები მიმდინარე სეზონში

Marca: რეალი პორტოს ფეხბურთელში €50 მილიონს იხდის

სტატიის ავტორი
-