მარიო ბალოტელი ხულიგნობის მსხვერპლი გახდა

იტალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მარიო ბალოტელი ხულიგნების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც მისი ავტომობილი დააზიანეს.

მას შემდეგ, რაც ბალოტელიმ საკუთარი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეიტყო, მან განცხადება ინსტაგრამის მეშვეობით გაავრცელა, სადაც უცნობ დამნაშავეებს ურჩევს ილოცონ, რომ მათი ვინაობა ვერ დაადგინონ.

იტალიელმა ფეხბურთელმა ატვირთა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორაა მისი ავტომობილი დაზიანებული.

მარიო ბალოტელი ხულიგნობის მსხვერპლი გახდა 1

 

ინსტაგრამის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში იტალიელი ფეხბურთელი წერს:

“ვინც არ უნდა იყოთ, ზუსტად ვიცი, რომ ეს შეტყობინება თქვენამდე მოაღწევს. უბრალოდ გირჩევთ, ილოცოთ, რომ არასდროს გავიგო ვინ ხართ, რადგან ვიზრუნებ, რომ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობდეს თქვენზე კანონიერი დევნა, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ მოვიქცევი, მშიშარა ნაძირლებო”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ბალოტელი ამჟამად გუნდის გარეშეა დარჩენილი, მისი ბოლო გუნდი კი “ბრეშა” იყო, რომელიც ახლა იტალიის სერია ბ-ში ასპარეზობს.

 

მარიო ბალოტელი ხულიგნობის მსხვერპლი გახდა

სტატიის ავტორი
-