მარკო ასენსიოს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

პრესეზონზე, “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარკო ასენსიომ ბურთზე ბრძოლის დროს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

ერთ-ერთ ეპიზოდში, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ბურთზე ბრძოლის დროს, “რეალის” ვარსკვლავმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 2019/20 წლების სეზონის სრულად გამოტოვება მოუწევს.

Marca-ს მტკიცებით, მარკო ასენსიოს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – რის შემდეგაც ასენსიო ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.

მარკო ასენსიოს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

სტატიის ავტორი
-