მარსელო ბროზოვიჩი ალ ნასრის შეთავაზებას დათანხმდა

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელო ბროზოვიჩი “ალ ნასრის” შეთავაზებას დათანხმდა. სპორტული ჟურნალისტის თქმით, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა არის დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბროზოვიჩი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტსაც ამ საღამოსვე მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ხორვატი ფეხბურთელი არაბულ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

მარსელო ბროზოვიჩი ალ ნასრის შეთავაზებას დათანხმდა

სტატიის ავტორი
-