მარსელო: “ცვლილებების დრო მოვიდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ” 

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა მარსელომ ლა ლიგის 28-ე ტურში, “ეიბართან” – 3:1 მოგებულ შეხვედრაში გატანილი გოლის აღნიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამერიკაში მიმდინარე პროცესების და რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ფარგლებში მოედანზე ჩაიმუხლა და მარჯვენა ხელი ცისკენ აღმართა.

“მიხარია, რომ “რეალთან” ერთად დავბრუნდი მოედანზე და გოლის გატანაც შევძელი. მაგრამ, მე კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმ ცვლილებების გამო, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. დრო მოვიდა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ძალა, რომელიც გვაქვს და რეალურ ცვლილებებს მივაღწევთ”, – დაწერა მარსელომ სოციალურ ქსელში და თან ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის თუფაქ შაკურის სიმღერა “ცვლილებები” დაურთო.

 

მარსელო: “ცვლილებების დრო მოვიდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ” 

სტატიის ავტორი
-