მარტინესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა – ესპანელს ისტორიის დაწერა სურს

ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რობერტო მარტინესმა კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მარტინესი ბელგიის ნაკრების სათავეში ევრო 2020-ის დასრულებამდე რჩებოდა თუმცა ევროპის ჩემპიონატის გადადების შემდეგ, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო – მსოფლიო ჩემპიონატი კი კატარში 2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება – აღნიშნულიდან გამომდინარე, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ 46 წლის ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა.

“უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან ეს არის საკმაოდ ამბიციური პროექტი. ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგშია და ბელგიურ ფეხბურთში ღირსეული მემკვიდრეობის დატოვების გზაზე სწორი მიმართულებით მივდივართ”, – აღნიშნა რობერტო მარტინესმა.

მარტინესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა – ესპანელს ისტორიის დაწერა სურს

სტატიის ავტორი
-