მასტერ ლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი გამარჯვებით დაიწყო

Ghetto Football-ის მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 7 გუნდიან ჯგუფში ისაპარეზებს. A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ლატვიის, საფრანგეთის, იაპონიის, უნგრეთისა და ავსტრიის გუნდები მოხვდნენ.

მასტერ ლიგის ნაკრებმა 3×3 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა უკვე გამართა და მეტოქე საფრანგეთი 3:0 დაამარცხა. საქართველოს შემდეგ შეხვედრაში უნგრეთი შეხვდა და მოწინააღმდეგე 6:2 დაამარცხა.

თამაში 6 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს და ჯგუფის 4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადადის შემდეგ ეტაპზე. საქართველოს ნაკრები ცენტრალურ მატჩს 21:40 საათზე, ლატვიასთან გამართავს.

მასტერ ლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი გამარჯვებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-